კიზილქილისას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დმანისის სატელევიზიო ანძა მოინახულეს
19-06-2019
დმანისის მუნიციპალიტეტის კიზილქილისას საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დასრულება მოსწავლეებმა დმანისის სატელევიზიო ანძაზე ასვლით აღვნიშნეს.

„დაუვიწყარი, ძალიან საინტერესო, დამღლელი, მაგრამ მაინც სახალისო იყო ბოლო დღე - რომელიც დმანისის სატელევიზიო ანძაზე ასვლით აღვნიშნეთ.

ეს იყო ზღვის დონიდან 2 000 მეტრის დალაშქვრა, ეს იყო ასვლა დმანისის ევერესტზე. კიზილქილისას სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებელმა: მარინა კიაზიმოვმა და დირექტორმა მაია ხალილაშვილმა,  მართლაც საკუთარ თავზე გამოსცადა, რომ ერთად ყველაფერი გამოგვივა.

მოსწავლეებისათვის ეს იყო დაუვიწყარი გაკვეთილი: ქართულში, გეოგრაფიაში, ისტორიაში, ბიოლოგიაში და მეგობრობაში“,-ნათქვამია კიზილქილისას საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203