ახალციხის N5 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა პროექტის - „დავით აღმაშენებელი და საქართველო“ დასკვნითი ღონისძიება გამართეს
19-06-2019

ახალციხის N5 საჯარო სკოლაში IX და XI კლასის მოსწავლეებმა, პროექტის - „დავით აღმაშენებელი და საქართველო“ დასკვნითი ღონისძიება გამართეს.

პროექტს ხელმძღვანელობდა ისტორიის პედაგოგი ლიდა ბექაური. პროექტი დაიგეგმა საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრაზე (კათედრის ხელმძღვანელი სოფო მაისურაძე). მის განხორციელებაში ხელმძღვანელთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ისტორიის მასწავლებლებმა: სოფო მაისურაძემ, ლია კუბლაშვილმა და ზაზა ნათენაძემ.

მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის მეფობის პერიოდი თეატრალური წარმოდგენით გახსნეს.

ღონისძიებას ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქალბატონი ხათუნა ხმალაძე, მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები, სკოლის დირექცია, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

პროექტის პირველ ეტაპზე, მოსწავლეებმა დიდგორის ველი მოინახულეს, მეორე ეტაპზე კი ესეებისა და ნახატების კონკურსი გამოცხადდა, რომლის გამარჯვებულს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს.

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში პატრიოტული გრძნობის გაღვივება, თემის ღრმად შესწავლა და მნიშვნელოვანი ისტორიული ადგილის, დიდგორის ველის გაცნობა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203