თბილისის N45 საჯარო სკოლის ლიდერთა გუნდმა სკოლის ციფრული სტრატეგიის წარმატებული პროტოტიპი შექმნა
თბილისის N45 საჯარო სკოლის ლიდერთა გუნდმა პროექტის - „ციფრული სკოლა-საქართველო“ ფარგლებში სკოლის პოტენციალი შეაფასა, დიზაინისა და აზროვნების მეთოდით შეიმუშავა ინოვაციური იდეა „ციფრული კომუნიკაცია ეფექტური თანამშრომლებისთვის“.
ნოვატორი მასწავლებლებისა და უფროსკლასელი ,,ციფრული მხარდამჭერების" თანადგომით სამი თვის მუშაობის შედეგად მათ შექმნეს სკოლის ციფრული სტრატეგიის წარმატებული პროტოტიპი.
მომავალი სასწავლო წლიდან ახალი ციფრული სტრატეგიის მიხედვით ლიდერთა გუნდი იზრუნებს სკოლის ციფრული კულტურის დამკვიდრებაზე.
პროექტი „ციფრული სკოლა-საქართველო“ მიზნად ისახავს ციფრული სასწავლო პრაქტიკის დანერგვით სკოლებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.
„ისწავლე, გაუზიარე, გამოიყენე ციფრულ სამყაროში, რომ იყო კონკურენტუნარიანი. ციფრული სკოლა-ცხოვრების სკოლა“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები