წაბლანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტის - „წიგნი ჩემი მეგობარია“ ფარგლებში მრავალფეროვანი ღონისძიებები განახორციელეს
19-06-2019
ხულოს მუნიციპალიტეტის, წაბლანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტის - „წიგნი ჩემი მეგობარია“ ფარგლებში მრავალფეროვანი ღონისძიებები განახორციელეს.
მათ შორის სკოლის აღსაზრდელებმა მოაწყეს დისკუსია თემაზე - „რატომ არის მნიშვნელოვანი წიგნი“, ბიბლიოთეკას ესტუმრნენ და გაიცნეს როგორც ინსტიტუცია, ბიბლიოთეკარს შეხვდნენ, წიგნის რესტავრაციაზე იმუშავეს და მაკულატურა შეაგროვეს.
მოსწავლეები ღონისძიებებში ხალისით ჩაერთნენ, იაქტიურეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.