არაფლოს საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღნიშნეს
19-06-2019

მარნეულის მუნიციპალიტეტის არაფლოს საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღნიშნეს.

მოსწავლეებმა ბავშვის უფლებათა კონვენციის შესახებ პრეზენტაცია ჩაატარეს და დისკუსია გამართეს. მოეწყო ასევე ვიდეორგოლების ჩვენება. ბავშვებმა ეზოც მოხატეს.

ბავშვთა დაცვის დღე ყოველწლიურად 1-ელ ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. ეს დღე 1949 წელს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დაარსა. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203