ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის მეოთხელკასელები პირველ მასწავლებელს ღონისძიებით დაემშვიდობნენ
19-06-2019
თერჯოლის მუნიციპალიტეტის, დავით კლდიაშვილის სახელობის ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეები პირველ მასწავლებელს ელისო ჯანელიძეს ღონისძიებით დაემშვიდობნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ღონისძიებით განვლილი ოთხი წელი გაიხსენეს და შეაჯამეს და ელისო ჯანელიძეს გაწეული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.