სამტრედიის N6 საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი ზოია ჯინჭარაძე საპატიო სიგელით დაჯილდოვდა
19-06-2019

სამტრედიის პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის თავმჯდომარემ ზოია ჯანაშიამ, ქალთა დღესთან დაკავშირებით, საპატიო სიგელით დააჯილდოვა სამტრედიის N6 საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი  ზოია ჯინჭარაძე.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, ზოია ჯინჭარაძე რაიონული ორგანიზაციის ყველაზე ხანდაზმული წევრი და მრავალშვილიანი დედაა (4 შვილიდან 3 პედაგოგია), რომელმაც არაერთი ღირსეული თაობა აღზარდა.

ღვაწლმოსილი, სერთიფიცირებული პედაგოგი დღესაც ენერგიულად აგრძელებს მომავალი თაობის აღზრდას.

სამტრედიის N6 საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი მადლობას უხდის სამტრედიის პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს მასწავლებლის ღვაწლის დაფასებისათვის.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203