
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის აკეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა პროექტში „განავითარე შენი რეგიონი“ მიიღეს მონაწილეობა.
მოსწავლეებმა შეიმუშავეს პროექტი, თუ როგორ უნდა განავითარონ ტურიზმი თავიანთ სოფელში, ამავე თემაზე შეიქმნა მაკეტი.
პროექტში ლანჩხუთის 10 სკოლა იღებდა მონაწილეობას, რომელთა შორის პირველი ადგილი აკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს.
გუნდის ლიდერებს სალომე გეგიძეს და მარიკა ბერიძეს საჩუქრად გადაეცა ერთ კვირიანი საგზური კაპადოკიაში 100%-იანი დაფინანსებით.
იხილეთ ფოტოები