ბოსტანის საჯარო სკოლაში ლიტერატურული კაფე „პაპირუსის“ მორიგი შეხვედრა გაიმართა
19-06-2019
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, ბოსტანის საჯარო სკოლაში ლიტერატურული კაფე- „პაპირუსის“ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა.
ამჯერად მოსწავლეებმა ქართველ მწერალთა ნაწარმოებები წარმოადგინეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა აფიშა გაამზადეს და პრეზენტაციის ფორმად მაისურებიც მოხატეს. სკოლის აღსაზრდელებმა პრეზენტაცია სიმღერებითაც გაამხიარულეს. შეხვედრა სიურპრიზებით და სახალსო აქტივობებით დასრულდა.
ლიტერატურულ კაფეს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ კობზონაძე ხელმძღვანელობს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს