რუსთავის N23 საჯარო სკოლაში „დედა ენის“ ძეგლი გაიხსნა
19-06-2019
პირველად საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში ქართველი ერის ერთ-ერთი სიმბოლოს „დედა ენის“ ძეგლი გაიხსნა.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, ეს დიდი საყოველქართველო საქმე 2019 წლის 27 მაისს აღსრულდა.

„დედა ენის“ ძეგლის საზეიმოდ გახსნამდე I კლასში (პედაგოგი ნანა გოგიტაური) ჩატარდა ღია გაკვეთილი ხელოვნება-ქართულ ენასა და ლიტერატურაში, რომლის თემა გახლდათ: ხელოვნების დარგები, იაკობის დედა ენა და ე. ამაშუკელის „დედა ენის“ ძეგლი.

გაკვეთილის დასრულებისთანავე სკოლის ფოიეში ფოიერვერკისა და ანსამბლ „თუთარჩელას“ მიერ შესრულებული საგალობლების ფონზე გრანდიოზულად და მასშტაბურად გაიხსნა ქართველი ერის სიმბოლო - „დედა ენის“ ძეგლი.

ღონისძიებას მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203