ნაესაკოვოს საჯარო სკოლაში ღონისძიება - „სიყვარულით განვლილი ოთხი წელი“ ჩატარდა
19-06-2019

აბაშის მუნიციპალიტეტის ნაესაკოვოს საჯარო სკოლის და ნაესაკოვოს საჯარო სკოლასთან შერწყმული გამოღმა კოდორის სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს ზეიმი სახელწოდებით „სიყვარულით განვლილი ოთხი წელი“.

მოსწავლეებმა დაწყებითი საფეხურის  წარმატებით დასრულება მრავალფეროვანი აქტივობით აღნიშნეს - შეასრულეს სიმღერები, ლექსები, იუმორისტული ნომრები, სახალისო გამოცანები და საზეიმო ვითარებაში დაასრულეს დაწყებითი საფეხური.

ბავშვების გამოსვლამ დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა,  სკოლის დირექციამ და მასწავლებლებმა მოსწავლეებს მეხუთე კლასში გადასვლა მიულოცეს და  წარმატებები უსურვეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203