ადიგენის მუნიციპალიტეტის, დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“ გაიმართა. სპორტულ ღონისძიებაში მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლის აღსაზრდელები ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ.
სპორტულ-გასართობ შეჯიბრს ირმა აბრამიშვილი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები