წყალაფორეთის საჯარო სკოლაში პროექტის - „ჯანსაღი თაობა ქვეყნის იმედია“ პრეზენტაცია გაიმართა
19-06-2019

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წყალაფორეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დასასრულს საბუნებისმეტყველო კათედრამ პროექტის - „ჯანსაღი თაობა ქვეყნის იმედია“ პრეზენტაცია წარმოადგინა. პედაგოგები სიმონ გაბეხაძე და მანანა ოკრიბელაშვილი გახლავთ.

IX–X კლასის მოსწავლეებმა ქიმიური ელემენტების შოუ გაითამაშეს, რაც მეტად შთამბეჭდავი იყო. მოსწავლეებმა ინტერვიუ აიღეს სოფლის ექიმისგან და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ საინტერესო საუბარი მოისმინეს. ბავშვებმა ასევე, ისაუბრეს სხვადასხვა ვიტამინების სასარგებლო თვისებების შესახებ.

მათ სატელევიზიო პროგრამა „ექიმები“ სკოლის კედლებში გადმოიტანეს და კვებისთვის სასარგებლო პროდუქტები წარმოადგინეს. ღონისძიება მეტად საინტერესო იყო. დასასრულს, მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203