ზეინდარის საჯარო სკოლის მოსწავლეები რაჭაში ექსკურსიაზე იმყოფებდნენ
19-06-2019

ვანის მუნიციპალიტეტის, ზეინდარის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა, კლასის ხელმძღვანელმა ლელა შალამბერიძემ და მოსწავლეთა მშობლებმა რაჭაში ექსკურსია მოაწყეს.

სკოლის წარმოამდგენლის თქმით, ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსადმი სწორი დამოკიდებულების ხელშეწყობა. 

„მოვინახულეთ შაორის წყალსაცავი, ნიკორწმინდისა და  ბარაკონის ტაძრები, ყინულის მღვიმე, ამბროლაურის აეროპორტი და სიყვარულის ჩანჩქერი. მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ აღნიშნული ადგილები და შთაბეჭდილებებით სავსე დაბრუნდნენ სახლში“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203