ხოჯორნის საჯარო სკოლამ წეროვნის N2 საჯარო სკოლას უმასპინძლა
19-06-2019

13 ივნისს მარნეულის რაიონის ხოჯორნის სკოლას კონსულტანტ-მასწავლებლის ლალი მარგიანის მოწვევით სტუმრობდა სოფელ წეროვნის N2 საჯარო სკოლა. დირექტორი ეთერი ჩიხლაძე.

ხოჯორნელი ვარსკვლავები მათ საკუთარი შემოქმედებით მიესალმნენ.

წეროვნელმა მოსწავლეებმა სომეხ თანატოლებს მრავალფეროვანი საკონცერტო ნომრები შესთავაზეს, რომელიც ამავე სკოლის მუსიკისა და ხელოვნების მასწავლებლების ხელმძღვანელობით მომზადდა.

ამ დღეს კიდევ ერთხელ გაისმა უკვდავი ჰანგები: „ჩემი საქართველო აქ არის“.

დასასრულს, სტუმარ-მასპინძლებმა ერთად შეასრულეს ცნობილი ჰიტი „ჩამოვუქროლებ ჩემ საქართველოს“, ამ დღეს კიდევ ერთი ხიდი გაიდო საზღვრისპირა სომხურ-აზერბაიჯანული სოფლიდან საქართველოს გულისკენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203