ციხისფერდის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა ღონისძიება - „ოჰ, ეს მეოთხე კლასი“ გამართეს
19-06-2019
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, ციხისფერდის საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის მაია არობელიძის ხელმძღვანელობით, ღონისძიება - „ოჰ, ეს მეოთხე კლასი“ გამართეს. 

ღონისძიება გაჯერებული იყო სიმღერებით, ცეკვებით და თეატრალური ნომრებით. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მშობლებიც. 

ღონისძიების ბოლოს მონაწილეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებს საზეიმო კოსტიუმები უსასყიდლოდ გადასცა მშობელმა ია გაგუამ, რისთვისაც დიდ ციხისფერდის საჯარო სკოლა და მოსწავლეთა მშობლები მადლობას უხდიან.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203