ჯანდარის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებმა „ბოლო ზარი“ ღონისძიებით აღნიშნეს
18-06-2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის, ჯანდარის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებმა „ბოლო ზარი“ ღონისძიებით აღნიშნეს.

ღონისძიება მრავალფეროვანი ნომრებით იყო დატვირთული. მასში კურსდამთავრებულებთან ერთად სხვა კლასის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. 

კუსრდამთავრებულებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. 

სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა კი მოსწავლეებს საუკეთესო მომავალი უსურვეს.

„ჯანდარის საჯარო სკოლა ულოცავს მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას და უსურვებს დიდ წარმატებას ცხოვრების გზაზე“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203