ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხევის საჯარო სკოლაში მეცხრეკლასელთა გაცილების ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებაში კონტიგენტის სიმცირის გამო მონაწილეობდა ყველა კლასის მოსწავლე.
მათ მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და ცეკვები. მოსწავლეებს გამოსამშვიდობებელი სიტყვები უთხრეს პედაგოგებმა, მშობლებმა, უმცროსკლასელებმა.
სკოლის დირექტორმა შეაფასა მათი სწავლის პერიოდი, გადაუხადა მოსწავლეებს მადლობა თავაზიანობისთვის, სხვადასხვა სფეროში მიღწეული წარმატებებისთვის, დაემშვიდობა თბილი სიტყვებით.
სკოლასთან გამოსამშვიდობებელი სიტყვები წარმოთქვეს მეცხრეკლასელებმაც.
მოსწავლეებს კლასის ხელმძღვანელმა მაყვალა ჟღენტმა პირადად გადასცა საჩუქარი - ,,ვეფხისტყაოსანი". ღონისძიებას ესწრებოდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელი დარეჯან თოლორდავა, რომელმაც ფასიანი საჩუქრებით გაახარა ისინი.