ხელვაჩაურის რაიონის ქვემო მახოს საჯარო სკოლაში მუსიკის მასწავლებელმა ლალი ქათამაძემ სკოლაში არსებული მუსიკალური სტუდიის „ცისარტყელას“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.
ზეიმზე მოწვეული იყო ამავე სკოლის კურსდამთავრებული მურმან გორგოშაძე.
მეექვსე კლასის მოსწავლეს ელისო შანთაძეს, როგორც სკოლის წარმატებულ მოსწავლეს გადასცა სიგელი, მედალი და სამახსოვრო ფულადი საჩუქარი წახალისებისა და მოტივაციისთვის.