შუაღელეს საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა ღონისძიება - „ზღაპარ იყო ზღაპარ იყო“ გამართეს
18-06-2019
ქობულეთის მუნიციპალიტეტის, შუაღელეს საჯარო სკოლის მეოთხეკლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის მაია ქათამაძის ხელმძღვანელობით, გამოსაშვები ღონისძიება - „ზღაპარ იყო ზღაპარ იყო“ გამართეს.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ, შემოქმედებითი ნიჭი წარმოაჩინეს და მასწავლებელს ოთხწლიანი ამაგისთვის სიმღერებითა და ლექსებით გადაუხადეს მადლობა.