
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის კვაცხუთის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარის“ ღონისძიება ჩატარდა, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარსდგნენ. მე-12 კლასელებმა გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართეს დირექციას, პედაგოგებს, თანატოლებსა და თანასკოლელებს.
მათ ასევე შეაჯამეს განვლილი წლები, გამოხატეს ემოციები, გულთბილი დამოკიდებულება პედაგოგებისა და სკოლის მიმართ. სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა ცხოვრებისეული გზა დაულოცეს მათ.