მანავის IV ბ  კლასმა გამოსაშვები ღონისძიება თბილისში დედა ენის ძეგლთან გამართა
18-06-2019

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მანავის სკოლის IV ბ  კლასმა (დამრიგებლი ანა რცხილაძე) 15 ივნისს გამოსაშვები ღონისძიება თბილისში დედა ენის ძეგლთან გამართა.

ზეიმი მოსწავლეთა შემოქმედებით დაიწყო: ლექსები, სიმღერები, ცეკვები; შემდეგ ზეიმი სკოლაში გატარებული წარმატებული, ხალისიანი დღეების მოგონებებით გაგრძელდა, მოსწავლეებმა მადლიერება გამოხატეს მასწავლებლების, სკოლის დირექტორის, მშობლების მიმართ;

კლასის დამრიგებელმა მიულოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა მოსწავლეებს, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები. დღე ემოციური, ხალისიანი და საინტერესო გამოვიდა, რომელიც არასდროს დაავიწყდებათ მონაწილეებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203