ქუთაისის N37 საჯარო სკოლაში მე-4 კლასის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა
18-06-2019

ქუთაისის N37 საჯარო სკოლაში მე-4 კლასის გამოსაშვები გრანდიოზული და საოცარი ღონისძიება გაიმართა.

„ყველაზე განსაკუთრებული და სამახსოვრო დღე.... ქუთაისის N37 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დასასრული გამორჩეული იყო. ქალბატონი ნანა კენჭოშვილის ინიციატივით, დაწყებითი განათლების კათედრამ გრანდიოზული და საოცარი ღონისძიება მოაწყო, რითაც მეოთხე კლასელებს გზა დაულოცეს მომდევნო საფეხურზე გადასასვლელად.

ზეიმი სრული ანშლაგით ჩატარდა, ბავშვებმა წარმოადგინეს სხვადასხვა მხიარული ნომერი, რამაც მოწვეული სტუმრების აღფრთოვანება გამოიწვია... ჩვენი სკოლის ნიჭიერ აღსაზრდელებს წარმატებულ მომავალს ვუსურვებთ...“ - ნათქვამია ქუთაისის N37 საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203