წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ასფალტი მოხატეს
18-06-2019
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ აქტივობაში მონაწილეობდნენ.
სკოლის აღსაზრდელებმა ასფალტი მოხატეს. მოსწავლეები აქტივობაში ხალისით ჩაერთნენ.
„თითოეულ პატარას ვულოცავთ ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღეს. დირექტორი მსოფლიოს ყველა პატარას ბედნიერ ბავშვობას უსურვებს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
ბავშვთა დაცვის დღე ყოველწლიურად 1-ელ ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. ეს დღე 1949 წელს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დაარსა. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს