მთისპირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასრულება საზეიმო კონცერტით აღნიშნეს
18-06-2019

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთისპირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასრულება საზეიმო კონცერტით აღნიშნეს.

მოსწავლეთა სიმღერის ჯგუფმა პედაგოგ ნელიკო ციმინტიას ხელმძღვანელობით მსმენელებს სასიამოვნო წუთები აჩუქეს და კიდევ ერთხელ დაატკბეს უნაზესი ქართული ჰანგებით.

ბავშვების გამოსვლამ დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა,  სკოლის დირექციამ და მასწავლებლებმა მოსწავლეებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცეს და  წარმატებები უსურვეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203