კურსების საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა მე-3 კლასში თემაზე - „არა ვუთხრათ ბარბარიზმებს“ შეხვედრა ჩაატარეს
18-06-2019
ტყიბულის მუნიციპალიტეტის, კურსების საჯარო სკოლაში, დედა ენის დღის აღსანიშნავად, სოციალური პროექტის - „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“ ფარგლებში მე-9 კლასის მოსწავლეებმა მე-3 კლასში თემაზე - „არა ვუთხრათ ბარბარიზმებს“ შეხვედრა ჩაატარეს. 

გაიმართა ბარბარიზმებზე პრეზენტაცია და ყველამ ერთად გადაწყვიტეს რომ აღარ დააბინძურებენ მშობლიურ ენას. 

მე-3 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა ერთობლივად დაამზადეს თვალსაჩინო რესურსი - „ვისაუბროთ ქართულად“.

„შეხვედრა იყო საინტერესო, სახალისო და მრავალფეროვანი. აღნიშნულმა აქტივობამ გამოიწვია მოსწავლეთა აქტიურობა. პატარებისათვის აქტივობები იყო სასწავლო და მეტი სითამამის მიმცემი. დიდი პატივისცებით მადლობას ვუხდი მონაწილე ბავშვებს და ქალბატონ ინგა კაკუშაძეს თანამშრომლობისთვის“,-აღნიშნავს პედაგოგი თამარ აბესაძე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203