გულგულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო ოლიმპიადაზე საპრიზო ადგილები მოიპოვეს
18-06-2019
თელავის თამაზ ანთაძის სახელობის სპორტკომპლექსში სასკოლო ოლიმპიადაში „იცხოვრე სპორტით“ გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.
თელავის მუნიციპალიტეტის გულგულის საჯარო სკოლის მოსწავლეები არჩილ ღაზიაიძე (ძიუდო პირველი ადგილი) და შალვა ჩაველაშვილი (ძიუდო მეორე ადგილი) დაჯილდოვდნენ მედლებითა და შესაბამისი ხარისხის დიპლომებით, ასევე სკოლას ამ პროექტის ფარგლებში გადაეცემა სპორტული ინვენტარი.
„დიდი მადლობა თელავის მუნიციპალიტეტის მერიას და შეჯიბრების ორგანიზატორებს მხარდაჭერისათვის. ბავშვებო გილოცავთ და გისურვებთ გამარჯვებით და წინსვლით გევლოთ,თითოეული თქვენი წარმატება ჩვენი სკოლის წარმატებაა,ჩვენ თქვენით წარმატებით ვარ ძლიერები“,-ნათქვამია გულგულის საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს