გოჩა ჯიხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს, ბებიებსა და მასწავლებლებს ღონისძიება მიუძღვნეს
18-06-2019
ხონის მუნიციპალიტეტის, გოჩა ჯიხაიშის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს აქტიურად აღნიშნავენ.
სკოლაში დედის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება მე-2 კლასის მოსწავლეებმა დედებს, ბებიებსა და მასწავლებლებს მიუძღვნეს და დღესასწაული და გაზაფხულის დადგომა მიულოცეს.
მეორეკლასელები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.