თბილისის N45 საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი ჩატარდა
18-06-2019
თბილისის N45 საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“ ჩატარდა.
სპორტულ-გასართობი შეჯიბრში IIა და IIგ კლასის მოსწავლეები და მათ მშობლები მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სპორტული ღონისძიება მიზნად ისახავდა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
„მდგრადი განვითარების მიზნების რეალიზება ნიშნავს, ერთად ვიზრუნოთ მდგრადი მომავლისთვის თბილისის № 45 საჯარო სკოლის IIა და IIგ კლასის მოსწავლეებისა და მშობლების მონაწილეობით ჩატარებული „მხიარული სტარტები“ ისახავდა მიზნად ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. სახალისო აქტივობებით მოსწავლეები აცნობიერებენ ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობას და უვითარდებათ ისეთი უნარ-ჩვევები, რომელიც მდგრადი განვითარების გამოწვევებს პასუხობს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.