ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლაში მეოთხეკლასელთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა
18-06-2019
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლაში მე-4 კლასელთა გამოსაშვები ღონისძიება ჩატარდა. (ხელმძღვანელი ხათუნი ქარქაშაძე).
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ და ოთხწლიანი ღვაწლისათვის სიმღერებითა და ლამაზი ლექსებით მადლობა გადაუხადეს მასწავლებელს.