ახალციხის N1 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა პროექტი - „წიგნის მეგობრები“ განახორციელეს
18-06-2019

ახალციხის N1  საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა დაგეგმეს და განახორციელეს პროექტი „წიგნის მეგობრები“. პროექტი მიმდინარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტის N3, N4 და N6 საბავშვო ბაგა-ბაღის სასკოლო მზაობის ჯგუფებში.

აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელია სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნინო ნადირაძე.

საქართველოს სკოლებში მიმდინარეობს „პროგრამა მომავლის თაობა“, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH Internathional-ი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო. პროგრამის ფარგლებში 4 დამხმარე სახელმძღვანელო გამოიცა. 

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, IX კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე ამ სახელმძღანელოებიდან შეისწავლეს როგორ დაგეგმონ და განახორციელონ საზოგადოებისათვის სასარგებლო პროექტები, სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა შეხვედრა ა(ა)იპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დაქვემდებარებაში მყოფ საბავშვო ბაგა-ბაღებში.

პროექტი „წიგნის მეგობრები“-ს მიზანია: წიგნიერების დონის ამაღლება, წიგნის სიყვარულის ჩანერგვა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში და სასკოლო ცხოვრების აქტივობების გაცნობა სასკოლო ასაკის ჯგუფის ბავშვებისათვის. სასკოლო ასაკის აღსაზრდელთათვის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით წიგნიერების ასამაღლებელი აქტივობების დაგეგმვაში დაგვეხმარა სსიპ ახალციხის პირველი საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი მარინე ნადირაძე.

ა(ა)იპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება მადლობას უხდის პროექტის ხელმძღვანელს ნინო ნადირაძეს და მეცხრე კლასის მოსწავლეებს ასეთი საინტერესო და მრავალფეროვანი პროექტის განხორციელებისათვის

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203