ღოუბანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საბაზო საფეხურის წარმატებით დამთავრების აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიება გამართეს
18-06-2019
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, ღოუბანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საბაზო საფეხური წარმატებით დაამთავრეს.
საბაზო საფეხურის დამთავრების აღსანიშნავად მოსწავლეებმა საზეიმო ღონისძიება - „ნახვამდის ღოუბანის საჯარო სკოლავ“ გამართეს.
მოსწავლეები სკოლაში თეთრი მაისურებით მივიდნენ და ერთმანეთისთვის სურვილები არ დაიშურეს. მათ ასევე სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.