ზედა სიმონეთის საჯარო სკოლაში სპორტის გარდაცვლილ მასწავლებელს სპორტული ღონისძიება მიუძღვნეს
18-06-2019
თერჯოლის მუნიციპალიტეტის, ზედა სიმონეთის საჯარო სკოლაში სპორტის გარდაცვლილი მასწავლებელი ტარიელ აბულაძე სპორტული აქტივობებით გაიხსენეს.
მე-2ა, მე-2ბ, მე-3ა, მე-3ბ და მე-4 კლასის მოსწავლეებმა კლასის ხელმძღვანელების ინიციატივითა და ორგანიზებით ასპარეზობა „მხიარული სტარტები“ გამართეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მონაწილენი ორ გუნდად გაიყვნენ: „მგლები“ და „ლომები“. დასაწყისში წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ტარიელ აბულაძის ხსოვნას.
მონაწილეები გაეცნენ თამაშის წესებს და მონდომებით ასრულებდნენ დავალებებს ამა თუ იმ სახეობაში. მათ აფასებდათ ჟიური. ვაჟები და გოგონები თანაბრად იყვნენ ჩართული თამაშის ყველა სახეობაში. იყო ძალთა ჭიდილი, სისწრაფე და, რა თქმა უნდა, შეუპოვარი ბრძოლა გამარჯვებისათვის.
ღონისძიებას უძღვებოდა სპორტის პედაგოგი გელა აბჟანდაძე. გამარჯვება წილად ხვდა გუნდს „მგლები“, რომელსაც ტარიელ აბულაძის სახელობის თასი გადაეცა.
სკოლის დირექტორმა, გიორგი ქასრაშვილმა აღნიშნა, რომ ტარიელ მასწავლებლის სახელობის თასი გარდამავალი იქნება და მსგავსი ასპარეზობები ტრადიციად დამკვიდრდება სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს