თბილისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტში - „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2019“ წარმატებას მიაღწიეს
18-06-2019
თბილისის N2 საჯარო სკოლის VIII, IX და X კლასის მოსწავლეები (ვაჟებმა) ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროექტის - „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2019“ ფარგლებში გამართულ ფეხბურთის შეჯიბრში მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა წარმატებას მიაღწიეს, II ადგილზე გავიდნენ და ბანაკის საგზური მოიპოვეს.
სკოლის დირექცია მოსწავლეებს და სპორტის პედაგოგ გიორგი არჩაიას წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.