ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართა
18-06-2019
ხულოს მუნიციპალიტეტის, განახლების საჯარო სკოლაში თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს - სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართა.
„ჩვენ ვირჩევთ განახლების საჯარო სკოლის თვითმმართველობის უმაღლეს არჩევით ორგანოს სამეურვე საბჭოს. სამართლიანს, ობიექტურს, მოსწავლის ინტერესების და მასწავლებლის საჭიროებებზე მორგებულს! წარმატებები ყველა ღირსეულ კანდიდატს!“,-ნათქვამია სკოლის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.
როგორც ცნობილია, სამეურვეო საბჭო სკოლის მმართველობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია და მის შემადგენლობაში შედიან მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული წარმომადგენელი (თანაბარი რაოდენობით ირჩევენ მშობლებსა და პედაგოგებს). ასევე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობას უფლება აქვს სამეურვეო საბჭოში თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს