ცაგერის მუნიციპალიტეტის, აღვის საჯარო სკოლის მე-5, მე-6, მე-7 კლასის მოსწავლეებმა, ბიოლოგიის პედაგოგის ელიზა ჯიაძის ხელმძღვანელობით, სასწავლო რესურსი შექმნეს.
რესურსს წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული რუკა, რომელზეც სხვადასხვა ფერებით გამოსახულია საქართველოს რეგიონები.
სკოლის წარმოამდგენლის თქმით, მოსწავლეები ხალისით იყვნენ ჩართული რესურსის შექმნის პროცესში.
სკოლის კოლექტივი პედაგოგს წარმატებას და კიდევ მრავალი პროექტის შექმნას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები