ვაქირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „დარისპანის გასაჭირი“ დადგეს
18-06-2019
სიღნაღის მუნიციპალიტეტის, ილო მოსაშვილის სახელობის ვაქირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „დარისპანის გასაჭირი“ დადგეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სასწავლო წლის დასასრული მე-8 კლასელებმა საპროგრამო მასალით გათვალისწინებული დავით კლდიაშვილის მოთხრობის - „დარისპანის გასაჭირი“ დადგმით შეაჯამეს.
მოსწავლეებმა მოთხრობის პერსონაჟები გააცოცხლეს, როლები ოსტატურად მოირგეს და შემოქმედებითი ნიჭი წარმოაჩინეს.