თბილისის N124 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს აქტიურად აღნიშნავენ
17-06-2019
მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის N124 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს აქტიურად აღნიშნავენ.

სკოლის აღსაზრდელებმა ლოზუნგით - არავინ დატოვო მიღმა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს.

ღონისძიებას ბელა ბედიანი ხელმძღვანელობდა.

ღონისძიება მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავდა -  მათ შორის მოსწავლეებმა პლაკატები დაამზადეს, ჭრელი წინდების კამპანიაში ჩაერთნენ და ფერადი წინდები გამოჭრეს.

21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.        

მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება. უკვე მრავალი წელია ჭრელი წინდები სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203