წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში „ედელვაისობა - 2019“ გაიმართა
17-06-2019
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში 2018-2019 სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება „ედელვაისობა - 2019“ გაიმართა. (ხელმძღვანელები: მ.ჟორჟოლიანი, ჟ.ბენიძე, დ.ხაჩიძე).

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სასწავლო წლის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებებიდან საუკეთესო ნომრები (ლექსის მხატვრული კითხვა, სიმღერები, ცეკვები). ღონისძიებაზე გამოვლინდა წლის საუკეთესო საფეხურის კლასები. საშუალო საფეხურის საუკეთესო კლასად დასახელდა X კლასი (ხელ-ლი: ფ.გიორხელიძე), საბაზო საფეხურის საუკეთესო კლასად - VIII კლასი (ხელ-ლი: ნ.ჯოხაძე), გამორჩეული კლასი საფეხურებზე გამოიკვეთა - VIII კლასი (ხელ-ლი: ქ.ჯიქია) და V კლასი (ხელ-ლი: ლ.მანდარია).

დაწყებითი საფეხურის საუკეთესო კლასებად დასახელდნენ:

I კლასი - ხელ-ლი: ი.წულუკიძე

I კლასი - ხელ-ლი: მ.წულაია

III კლასი - ხელ-ლი: ე.მეტრეველი

III კლასი - ხელ-ლი: ა.ნაფეტვარიძე

წლის საუკეთესო პატრიოტული ღონისძიების ტიტული მიენიჭა:

IV კლასს - ხელ-ლი: ნ.თუთისანი.

ჩვენ, ქართველები, რომ ევროპული ოჯახის ღირსეული წევრები ვართ პირველად სკოლის სცენაზე ამ ტიპის ღონისძიებების საუკეთესოდ ორგანიზებისთვის გამორჩეულ კლასად დასახელდა IV კლასი - ხელმძღვანელი: თ.ჭუმბურიძე.

დირექციამ მცირედი საჩუქრები გადასცა კათედრის გამგეებს, სკოლის სქემის ფასილიტატორებს, სკოლაში მოქმედი კლუბების ხელმძღვანელებს, კათედრის მიერ დასახელებულ წარმატებულ მასწავლებლებს, დირექციის საპატიო სიგელები გადაეცა სკოლის 170-მდე წარმატებულ მოსწავლეს, ხოლო სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად ჩართულ 130-მდე მშობელს დირექციამ სკოლის სამკერვალო საამქროში მოსწავლეების მიერ შეკერილი წინსაფარი გადასცა სამადლობელ სიგელებთან ერთად.

ღონისძიება შეაფასა სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ამცნო, რომ სკოლამ, 2018-2019 სასწავლო წლის წარმატებულად დასრულებით ვირტუალურად მეხუთედ მოიპოვა „ედელვაისი“. ღონისძიების დასასრულ სკოლის დირექტორმა სიურპრიზი გაუკეთა ღონისძიებაში მონაწილეთ, 25 ივნისს „კინო საქართველოში“ მათთვის სასურველ ფილმზე დასწრება დააანონსა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203