„მოვიაროთ საქართველო“ - წაბლანის საჯარო სკოლის მოსწავლეები მუზეუმებს სტუმრობენ
17-06-2019
ხულოს მუნიციპალიტეტის წაბლანის საჯარო სკოლა საინტერესო და წარმატებული აქტივობების მოწყობით გამოირჩევა.

პროექტ „მოვიაროთ საქართველოს“ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა მრავალფეროვან ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.

მათ შორის, მუზეუმები მოინახულეს და საინტერესო ფაქტებს გაეცნენ.

სკოლის ჯგუფი ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმს ეწვია, ასევე  შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმი მოინახულა და გონიო-აფსაროსს ესტუმრა.

მოსწავლეთათვის პროექტი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით დატვირთული აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203