ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიება - „გაზაფხულია ჩემს ქვეყანაში“ გამართეს
17-06-2019
გორის მუნიციპალიტეტის ზერტის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის თეა ტურაშვილის ხელმძღვანელობით, ღონისძიება - „გაზაფხულია ჩემს ქვეყანაში“ გამართეს.
„მე-7 კლასის მოსწავლეებმა და კლასის ხელმძღვანელმა, თეა ტურაშვილმა საინტერესოდ და შინაარსიანად, მუსიკალურად და მხატვრულად წარმოადგინეს გაზაფხული ჩვენ სამშობლოში“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.