დუშეთის მუნიციპალიტეტის საშაბუროს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს შემოსვლა საქართველოში და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, ლამაზი ღონისძიებით აღნიშნეს.
თითოეული მოსწავლე მასწავლებლებთან ერთად, ხალისითა და მონდომებით ჩაერთო მოსამზადებელ ღონისძიებაში. შეარჩიეს ლექსები, სიმღერები, იცეკვეს, დადგეს სპექტაკლი, სახელწოდებით „ნოეს კიდობანი“, რომელიც თვითონ დაამზადეს სხვადასხვა მასალისაგან. მუსიკალურად და მხატვრულად გაფორმებულმა ღონისძიებამ, დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.
წარმატებით აღფრთოვანებული მოსწავლეები დაემშვიდობნენ სკოლას, მასწავლებლებს და პირობა დადეს: „ხვალაც მოვალთ, ხვალაც“!
სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის გაწეული შრომისთვის.
იხილეთ ფოტოები