ირემაძეების საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს დაემშვიდობნენ
17-06-2019
მერაბ ჭელიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის ირემაძეების საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეები პირველ მასწავლებელს დაემშვიდობნენ.

ღონისძიება  ხულოს დრამატულ თეატრში გაიმართა და დიდი სცენა ნიჭიერმა მოსწავლეებმა ქორეოგრაფიულ-მუსიკალური ნომრებით გაალამაზეს.

ინგა ხოზრევანიძის სადამრიგებლოს გამოსვლამ აუდიტორიის დიდი მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მშობლებიც აქტიურად ერთვებოდნენ.

სკოლა მადლობას უხდის თეატრის ხელმძღვანელობას მხარდაჭერისათვის.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...