ჩხორიის საჯარო სკოლაში მეოთხეკლასელების გამოსაშვები ზეიმი  ჩატარდა
17-06-2019

ზუგდიდის რაიონის ჩხორიის საჯარო სკოლაში მეოთხეკლასელების გამოსაშვები ზეიმი  ჩატარდა. ღონისძიებას ხელმძღვანელობდა კლასის დამრიგებელი ფატიმა ხვიჩავა.

ზეიმს მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები  და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

შექმნილი იყო ამაღლებული განწყობა, მოსწავლეებმა წარმოაჩინეს  სხვადასხვა შემოქმედებითი უნარები,

დადგეს მრავალფეროვანი მუსიკალური ნომრები, წაიკითხეს ლექსები, მადლობა გადაუხადეს პირველ მასწავლებელს. 
კლასის ხელმძღვანელმა ფატიმა ხვიჩავამ და სკოლის დირექტორმა იზოლდა ხვიჩავამ, მოსწავლეებს ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს, უსურვეს ბედნიერი მომავალი, საკუთარი შესაძლებლობების, ნიჭისა და  უნარების მაქსიმალურად გამოყენება და  მომავალი  წარმატებები. სკოლის დირექტორმა დირექციის სახელით სამახსოვრო სიგელებით დააჯილდოვა მოსწავლეები.
ჩხორიის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებსა და მშობლებს  თანადგომისათვის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...