„რაჭა - ჩვენთვის სამშობლო აქედან იწყება“- ველევის საჯარო სკოლა საბიბლიოთეკო კვირეულში წარმატებით ჩაერთო
17-06-2019

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ველევის საჯარო სკოლა საბიბლიოთეკო კვირეულში წარმატებით ჩაერთო.

„რაჭა - ჩვენთვის სამშობლო აქედან იწყება“ - ისტორიულ- ლიტერატურული კომპოზიციითა და სკოლაში არსებული, ბავშვების მიერ შეგროვებული ეთნოგრაფიული ექსპონატებით მოსწავლეები ამბროლაურის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში საინტერესო აქტივობით  წარდგნენ.

ღონისძიებაში სკოლის შვიდივე მოსწავლე მონაწილეობდა: ანი და ლუკა არდიები, სალომე ვაჩაძე, ლაშა ტოროტაძე, ლიზი,ელენე და ლუკა გოგსაძეები.

ლუკა არდიამ  რაჭის მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლებისა და ველევის თემის ღირსშესანიშნაობების  სლაიდშოუ მოამზადა.

რაჭის ისტორიისა და რაჭაზე შექმნილი ლექსების, აგრეთვე გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეთა გამონათქვამების კითხვა ნინო ბაშარულისა და ანსამბლ „ბასიანის“  მიერ შესრულებული სიმღერების ფონზე მიმდინარეობდა.

ღონისძიებამ, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის სერტიფიცირებულმა პედაგოგმა, ეკატერინე (კატუშა) ჭიჭინაძე- გოგსაძემ მოამზადა, დამსწრეთა მოწონება დაიმსახურა, მოსწავლეებს კი ფართო საზოგადოების წინაშე წარდგომის, მხატვრული კითხვისა და ზეპირმეტყველების უნარები განუმტკიცა.

ღონისძიების დასასრულს, ბიბლიოთეკის თანამშრომლებისაგან მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...