ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა
17-06-2019
ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლა წელს 59-მა მეთორმეტეკლასელმა დაასრულა წარმატებით.
„ბოლო ზარი“ და სევდანარევი სიხარულით გამოწვეული დიდი ემოცია, 59-მა მეთორმეტეკლასელმა წელს წარმატებით დაასრულა ქუთაისის N17 საჯარო სკოლა, 2019 წლის 20 მაისს ახლად რეაბილიტირებულ შენობაში მათთვის ბატონმა ვიტალი პატარიძემ დარეკა სკოლის დამთავრებისა და დიდი ცვლილებების, გამოწვევების, წარმატებების, სიხარულის მაუწყებელი ზარი. მოსწავლეებს გზა დაულოცეს პედაგოგებმა, დამრიგებლებმა შორენა ხურციძემ და მანანა ტყეშელაშვილმა, მშობლებმა, პირველმა დამრიგებლებმა: მედეა ადეიშვილმა და თამილა სვანაძემ, საზოგადოებას სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ირინე ჯგერენაიამ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს