სასკოლო პრობლემები, რომლებიც დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც 37 წლის წინ - ისტორიული ფილმი ''70 შეკითხვა''
07-11-2017
განათლების სისტემისა და სკოლაში არსებული პრობლემების შესახებ ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე სოციალურ ქსელში ისტორიულ ფილმსა და სტატუსს აქვეყნებს:

''37 წლის წინანდელი და დღეს უცვლელი სასკოლო პრობლემები... 

ისტორიული ფილმი ''70 შეკითხვა'', რომელიც 1980 წელს გადაიღო ახალგაზრდა ნიჭიერმა რეჟისორმა ომარ გვასალიამ. ფილმი ეძღვნება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პრობლემებს მეოცე საუკუნის 70-80-იან წლებში. 

ფილმის გმირები თბილისის მაშინდელი კ.დ.უშინსკის სახელობის პირველი რესპუბლიკური ექსპერიმეტული საშუალო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები არიან.

ფილმში მონაწილეობენ მასწავლებლები: ეთერ მონიავა, რუსუდან გირკელიძე, ელენე სურგულაძე, ლეილა დოლიძე, ცისანა მაღალაშვილი, ნათელა მუმლაძე, ნუგზარ ანელი, სკოლის დირექტორი ნორა ტარიელაშვილი, ნუნუ საამიშვილი და სერგო ვარდოსანიძე... 

დიდი მადლობა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საარქივო ფონდს, უნიკალური საარქივო მასალის მოწოდებისათვის. დიდი მადლობა ქალბატონ მარინა თვაურს. 

p.s. ფილმში არის საინტერესო ინტერვიუ მეათე კლასის მოსწავლე ზურაბ ჟვანიასთან.''

იხილეთ ვიდეო
   


გადაცემის სრული ვერსიის სანახავად იხილეთ ბმული.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203