ახალციხის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ოლიმპიადაში პირველი ადგილი დაიკავეს
17-06-2019
ახალციხის N1 საჯარო სკოლის 2 კლასის მოსწავლეები ოლიმპიადა „განთიადის“ ინდივიდუალურ ტურში მონაწილეობდნენ. 

ტური მოიცავდა სამ საგანს: ქართული ენა, მათემატიკა და ინგლისური. ინდივიდუალურ ტურში ერთ–ერთმა მოსწავლემ ლაშა კეღოშვილმა საქართველოს მასშტაბით მაქსიმალური შედეგი აჩვენა და პირველი ხარისხის დიპლომი და პრიზიც დაიმსახურა.

შემდგომში კი აღნიშნულმა ოლიმპიადამ გამოაცხადა ჯგუფური ტური, რომელშიც მონაწილეობდა 2 კლასის ხუთი მოსწავლისგან შემდგარი ჯგუფი: ნინო დემეტრაძე, ლიზი სამსონიძე, დავით დათებაშვილი, ლაშა კეღოშვილი, აკაკი შაინიძე.

მოსწავლეებმა საქართველოს მასშტაბით უმაღლესი შედეგი აჩვენეს  და პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ. შესაბამისად დაჯილდოვდნენ პირველი ხარისხის დიპლომებითა და სმარტ საათებით.

კლასის ხელმძღვანელს მეგი ქიმერიძეს კი გადაეცა სამადლობელი სერტიფიკატი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...