მარნეულის რაიონის ულაშლოს საჯარო სკოლაში, რომელიც საბაზო საფეხურის გახლავთ მე-9 კლასის დახურვის ცერემონიალი გაიმართა.
სამზადისში ჩართული იყვნენ როგორც სკოლის პედაგოგები ასევე მშობლები.
აღნიშნული ზეიმი ყოველ წელს ტრადიციულად იმართება ულაშლოს საჯარო სკოლაში.
კონცერტზე სრულდება როგორც აზერბაიჯანული ტრადიციული ასევე ქართული ტრადიციული სიმღერები. მოსწავლეებმა მოამზადეს ქართული ცეკვა აჭარული და სხვა მრავალი ლექსი თუ სიმღერა.
იხილეთ ფოტოები: