მარელისის საჯარო სკოლაში მეოთხეკლასელებმა ბრწყინვალე ღონისძიება მოაწყეს
17-06-2019

ხარაგაულის რაიონის მარელისის საჯარო სკოლაში, მეოთხეკლასელებმა ბრწყინვალე ღონისძიებით აღნიშნეს ოთხი კლასის დამთავრება.

პედაგოგმა ანა ჭყოიძემ, თავის მოსწავლეებთან ერთად, ოთხი წლის დაუღალავი შრომისა და საქმიანობის ანგარიში ჩააბარა სასკოლო საზოგადოებას, რომლის  წინაშე წარსდგა განათლებული, სამშობლოს სიყვარულით გულანთებული, პატრიოტი მომავალი თაობა.

სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ვერა ოდიკაძემ  ღონისძიების მონაწილე პატარებს და მათ დამრიგებელს სიგელები და საჩუქრად წიგნები გადასცა.

ღონისძიების ბოლოს დირექტორის მიერ დიპლომებით, საგანგებოდ მათთვის შექმნილი სიმბოლური ვარსკვალავებით და ფასიანი საჩუქრებით (წიგნებით) დაჯილდოვდნენ სკოლის წარჩინებული მოსწავლეები, წლის მოსწავლე ლუკა ცისკაძე, ვერცხლისმედალოსანი ნინო ყიფიანი და წლის საუკეთესო დამრიგებელი ეკატერინე ქურდაძე.

ღმერთმა ამრავლოს მარელისის საჯარო სკოლაში მსგავსი ემოციურად დატვირთული და ჯადოსნური დღეები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...